—

ირაკლი კობახიძე - ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია - ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს

131
ირაკლი კობახიძე - ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია - ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს
მოსასმენად დააჭირეთ

ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია - ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა ის, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით თამარ ჟვანიასა და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ.

„ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კობახიძის შეფასებით, მათი შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

„დოკუმენტში იყო რაღაც, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაც ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება- არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →