—

დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

44
დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება. მას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და…

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება. მას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

„2 წლის წინ დაიწყო „ქართული ოცნების“ ჩამოშლის პროცესი, იმიტომ, რომ ინსტიტუტების მიტაცება და რუსული გავლენის ზრდა რაც აწუხებდა მეტ-ნაკლებად ხალხს, 20 ივნისის შემდგომ მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. მას შემდეგ რაც მსგავსი კოლაბორაციონისტული აქტი ჩაიდინეს და ოკუპანტს უმასპინძლეს უმაღლეს დონეზე, შემდეგ კი ის ადამიანები დაასახიჩრეს, ვინც ეს ოკუპანტი სრულიად სამართლიანად გააგდო, მას შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არც გამოუძიებია, არც პასუხისგებაში მიუცია ვინმე და ახლა ამნისტიის სახით ცდილობს საბოლოოდ დაიხსნას თავი პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →