—

ნათია თურნავა - დარწმუნებული ვართ, ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და განვითარების აღმავალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით

37
ნათია თურნავა - დარწმუნებული ვართ, ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და განვითარების აღმავალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებულები ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს…

ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებულები ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას და როდესაც საუბარია უახლოეს ათწლიან გეგმებზე, აქვე პანდემიის დაძლევაზეცაა საუბარი.

თურნავას განცხადებით, სამინისტროების მიერ წარდგენილი გეგმები არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებსა და რაოდენობრივ ინდიკატორს მოიცავს, თუ რომელ წელს რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ.

„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობა მუშაობს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტებზე, რადგან ათწლიანი გეგმა ჩვენ არ დაგვიმუშავებია. ახლანდელი ვითარება, არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, დავგეგმოთ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლები, თუ რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს. დღეს ასეთი პირველი საერთო განხილვა მოეწყო. თითოეულმა სამინისტრომ, თავისი უწყების მიხედვით, კონკრეტული გეგმები წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებსა და კონკრეტულ საზომს, რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელ წელს რას უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →