—

რისთვის და რამდენით დაჯარიმდებით ბათუმის ბულვარში

58
რისთვის და რამდენით დაჯარიმდებით ბათუმის ბულვარში
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმის ბულვარის დანაგვიანება, შესაძლოა 80 ლარით დაჯარიმდეს, - ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა სახის საჯარიმო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.

80 ლარით დაჯარიმდება ის პირი, ვინც ტერიტორიას 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით დააბინძურებს.

ველობილიკის მიღმა მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი მათ 50 ლარის ჯარიმა დაეკისრებათ. ველობილიკზე აკრძალულია ქვეითთა მოძრაობა.

ასევე, ბულვარის ტერიტორიაზე ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

"გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაემორჩილოთ აღნიშნულ რეგულაციებს" - წერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →