—

დავით ზალკალიანი - ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე

61
დავით ზალკალიანი - ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე
მოსასმენად დააჭირეთ

ანტალიაში ორდღიანი საერთაშორისო დიპლომატიური ფორუმი იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში 50 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური…

ანტალიაში ორდღიანი საერთაშორისო დიპლომატიური ფორუმი იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში 50 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

მათივე ცნობით, ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარმოადგენს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კავკასიის საკითხებისადმი მიძღვნილ პანელში.

დავით ზალკალიანი გეგმავს, ისაუბროს რეგიონში არსებულ ვითარებასა და ამ პროცესებში საქართველოს როლზე.

„ფორუმი უაღრესად წარმომადგენლობითია, 50 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ესწრება, მათ შორის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოც არის ერთ-ერთი სტუმარი ამ ფორუმის. მე წარმოვადგენ ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას, ძირითადი აქცენტები გაკეთდება რეგიონზე. სამხრეთ კავკასია დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება ძირითადი ფოკუსის საგანი და ბუნებრივია, ყურადღებას გავამახვილებ იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში, ასევე ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე.

მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააღრმავოს საკუთარი როლი, მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ თემებზე მექნება ყურადღება გამახვილებული.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც აქტუალური არის ჩვენთვის და როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად ჩართულობა ჩვენი კონფლიქტის მოწესრიგებასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ასევე რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მექნება, მათ შორის უკრაინელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე , რომელიც დავგეგმეთ 17 მაისს კიევში ვიზიტის დროს, კერძოდ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში, უახლოეს სამოქმედო პერსპექტივებზე, ასევე კონფლიქტებთან მიმართებაში ერთობლივ კოორდინაციაზე. ასევე შეხვედრა მექნება გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით და ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია იქნება ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →