—

ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე

32
ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე
მოსასმენად დააჭირეთ

ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება ეკონომიკის ზრდა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქ-შოუში „რეაქცია“.

ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება ეკონომიკის ზრდა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქ-შოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოში მილიონ ას ორმოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2020 წლის დასაწყისისთვის, ანუ პანდემიამდე ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა შვიდას ოცდაათი ათასამდე.

„პანდემიის პერიოდში ეს მაჩვენებელი რვაასი ათასს გადასცდა, ძალიან მძიმე ზიანი მოგვაყენა პანდემიამ და შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მოთხოვნით. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება, პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდა.

ეკონომიკა გაიზარდა როგორც ნომინალურ მაჩვენებლებში, ასევე რეალური ეკონომიკა, ვიღაცაზე აისახა, ვიღაცაზე არა. იყო გარკვეული დინამიკა, მილიონ ას ორმოცდაათი ათასიდან ჩამოვიდა შვიდას ოცდაათი ათასამდე, მაგრამ შვიდას ოცდაათი ათასი ადამიანი ეს არის 20%-ზე მეტი. როცა ამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბუნებრივია, სიღარიბე რჩება მთავარ პრობლემად და სიმძიმედ, მათ შორის პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →