—

ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატების მიზეზებზე ისაუბრა

26
ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატების მიზეზებზე ისაუბრა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მინისტრი საქართველოში…

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მინისტრი საქართველოში COVID-19-ის სხვადასხვა შტამების გავრცელებას ასახელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ტესტი გაიკეთოს.

„შეიძლება მრავალი ვერსია არსებობდეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ანალიზდება ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ახალი შტამები, რომლებიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. დაავადების მიმდინარეობაც სხვადასხვა სირთულის არის. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ლეტალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირება (ვირუსის) დროული აღმოჩენისთვის და დროული მიმართვისთვის ექიმთან და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ უკვე იწვევს იმ შედეგებს, რაზეც კითხვები ისმის. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც გეოგრაფიულად, ასევე რაოდენობრივად, ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ყველა საეჭვო სიმპტომზე მივიდნენ და გაესინჯონ“, - განაცხადა მინისტრმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →