—

სოკარის კამპანია ევრო2020-ისთვის – სოკარის მომხმარებლებს ბაქოში მატჩზე დასწრების შანსი ეძლევათ

71
სოკარის კამპანია ევრო2020-ისთვის – სოკარის მომხმარებლებს ბაქოში მატჩზე დასწრების შანსი ეძლევათ
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს. თამაშები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მათ შორის, ერთ-ერთი მეოთხედფინალის მასპინძელი 3 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იქნება. სწორედ…

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს. თამაშები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მათ შორის, ერთ-ერთი მეოთხედფინალის მასპინძელი 3 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იქნება. სწორედ ამიტომ, კომპანია სოკარმა დაიწყო კამპანია, რომელიც კომპლექსურ აქტივობებს გულისხმობს როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ისე – სოციალურ მედიაში.

კამპანია ევრო2020-თან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც სოკარმა საქართველოში არსებული 11 ავტოგასამართი სადგური შეფუთა და ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებად აქცია. რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებით გაფორმებული სადგურებზე 21 ივნისამდე მისულ მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები დახვდება. მათ შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში. იღბლიან მომხმარებლებს კი ბაქოს საგზურის მოგების შანსიც მიეცემათ. თითო სადგურზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ბაქოში გამგზავრების შანსი ეძლევათ სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც. სოკარის ონლაინ კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაიღოს ორიგინალური გოლის ვიდეო, ატვირთოს საკუთარ გვერდზე საჯაროდ და დაურთოს ჰეშთეგი #socarscore. 4 საუკეთესო ვიდეოს ავტორს ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და გიორგი ჯანელიძე გამოავლენენ. გამარჯვებულები 2 ივლისს ბაქოში გაემგზავრებიან და 3 ივლისს მეოთხედფინალის მატჩს განსაკუთრებული, საპატიო ადგილიდან, SKY BOX-იდან უყურებენ.

ჩაასხი საწვავი სოკარში, შეიძლება გაგიმართლოს და კონკურსის მონაწილე გახდე!

Bfm.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →