—

პაატა იმნაძის განცხადებით, სტუდენტების და ლექტორების კორონავირუსის ვაქცინით აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება

39
პაატა იმნაძის განცხადებით, სტუდენტების და ლექტორების კორონავირუსის ვაქცინით აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სტუდენტების და ლექტორების კორონავირუსის ვაქცინით აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლისა და…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სტუდენტების და ლექტორების კორონავირუსის ვაქცინით აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სწავლის დაწყებისას ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი.

როგორც იმნაძე განმარტავს, ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ წასვლა სურთ, არ იღებენ, თუ ის აცრილი არ არის.

„ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, პედაგოგები აცრილები იყვნენ. ასევე, უმაღლესი სასწავლებლებიც უსაფრთხოები გახდნენ, პროფესორები და სტუდენტები აცრილები იყვნენ.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად, არ იღებენ თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, - აღნიშნავს იმნაძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →