—

გიორგი ვაშაძე - ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს, აქედან 25 მილიარდი აღებულია „ოცნების“ პირობებში, ქვეყანამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ

32
გიორგი ვაშაძე - ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს, აქედან 25 მილიარდი აღებულია „ოცნების“ პირობებში, ქვეყანამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ
მოსასმენად დააჭირეთ

მივმართავ "ქართული ოცნების" დეპუტაციას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე, მზად ვარ, დავჯდე ნებისმიერთან, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ უმძიმესი ვალის უღლისგან, რომელიც თქვენ დაადეთ მათ,- ამის…

მივმართავ "ქართული ოცნების" დეპუტაციას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე, მზად ვარ, დავჯდე ნებისმიერთან, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ უმძიმესი ვალის უღლისგან, რომელიც თქვენ დაადეთ მათ,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს. ვაშაძე გამოდის ინიციტივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც დაადგენს, რაში დაიხარჯა აღებული თანხები და იმუშავებს სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქვეყნის ვალი.

მისი თქმით,“სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ საკითხზე კონკრეტული ხედვა აქვს.

„ამ ვალიდან 25 მილიარდი არის აღებული „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველოს არაფერი ეტყობა 25 მილიარდი ლარის გაკეთებული, ქვეყანამ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს და ძალიან მალე შეიძლება შეგვიყვანონ „შავ სიაში“, რაც ნიშნავს იმას, რომ ვალსაც კი ვერ ავიღებთ კრიტიკულ პირობებში რომ დაგვჭირდეს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა არის ფაქტობრივად, ბანკროტი და ჩვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაგვიგროვეს 9000 ლარი ვალი, ასე გაგრძელება შეუძლებელია. იმისათვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თავი დავიხსნათ ამ ვალებისგან, გამოვდივართ ინიციატივით, ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საკითხზე, ვინც ფიქრობს, რომ ამდენი ვალების აღება არის უკანონო და უსამართლო, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, დავსხდეთ ერთად და შევიმუშავოთ სტრატეგია როგორ შევამციროთ ვალი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ წავიდეთ წინ. პირველ რიგში მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე, მზად ვარ, დავჯდე ნებისმიერთან, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ ამ უმძიმესი ვალის უღლისგან, რომელიც თქვენ დაადეთ მათ.

გთავაზობთ, დავსხდეთ ერთად ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა ექსპერტს, ყველა ეკონომისტს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სამშობლო უყვარს. თუ ჩვენ დღეს არ გადავარჩინეთ ქვეყანა გაბანკროტებისგან, ხვალ და ზეგ შეიძლება უბრალოდ, დეფოლტი გამოცხადდეს ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ განულდება ყველაფერი რაც გვაქვს, ჩვენი ქონება ფასს დაკარგავს, სამუშაო ადგილებს დავკარგავთ, ყველაფერს დავკარგავთ ქვეყანაში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →