—

ამირან გამყრელიძე - სწავლა რომ დაიწყება, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლის მასწავლებლები

27
ამირან გამყრელიძე - სწავლა რომ დაიწყება, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე სკოლის მასწავლებლები
მოსასმენად დააჭირეთ

უსაფრთხოდ უნდა შევხვდეთ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადადა აცრილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული…

უსაფრთხოდ უნდა შევხვდეთ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადადა აცრილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის ასევე ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი მოსწავლეებისთვის.

„დღეს ამაზე ვიმსჯელეთ და ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რათა შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადადა აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ და ამასთანავე, ყველა, ტელევიზია უნდა გახდეს უსაფრთხო, ამიტომ, როცა ვაქცინა გვექნება აიცერით ყველა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ივლისის პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს ე.წ მასობრივი აცრის სივრცეების მოწყობა.

„თბილისში ეს იქნება, დაახლოებით, 4-5, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. ერთი ტექნიკური ცენტრი უკვე მზად არის „ჰუალინგში“, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა მისი ფუნქციონირება. ის შედარებით პატარაა - 10 ბრიგადით იმუშავებს და მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისში „ექსპოჯორჯიასთან“ რამდენიმე პავილიონთან დაკავშირებით, ასევე მოლებთან თბილისში და ეს ყველაფერი ივლისის პირველ 10 დღეში უნდა იყოს მზად,“- განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn.)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →