—

ნათია თურნავა - სექტორული ვაქცინაცია უკვე დაწყებულია

33
ნათია თურნავა - სექტორული ვაქცინაცია უკვე დაწყებულია
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის აჭარაში, ბათუმში დამატებითი კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის აჭარაში, ბათუმში დამატებითი კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სექტორული ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. დაისვა საკითხი - იმისთვის, რომ უფრო კომფორტული იყოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია, დამატებითი კაბინეტები გახსნილიყო. ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ეს ჩვენი თხოვნა და აჭარაშიც, ბათუმშიც გაიხსნა დამატებითი კაბინეტი. ახლა აქტიური ტურისტული სეზონია, გვესმის, რომ ადამიანები არ უნდა მოცდნენ, რომ დასავლეთ საქართველოდან ვაქცინაციის გამო თბილისში ჩამოვიდნენ. უკვე იქვე არის საშუალება, რომ ვაქცინაცია გააგრძელონ. ვაქცინაცია ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, ჩვენც მოვუწოდებთ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უფრო აქტიურად ისარგებლონ ამ პრიორიტეტული ვაქცინაციის უფლებით. ვერ ვიტყოდი რომ დაბალი ტემპით მიდის, მიდის ნორმალური ტემპით, თუმცა, უკეთესი შეიძლება“, - განაცხადა თურნავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →