—

"სერიოზულად ვემზადებით" - რას აანონსებს გამყრელიძე

54
"სერიოზულად ვემზადებით" - რას აანონსებს გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

ივლისის პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე დღიურად, რომ მივაღწიოთ იმ სამიზნეს, რაც გვაქვს, საუბარია წლის განმავლობაში, 1,700,000 ადამიანის, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაზე . ეს რა თქმა უნდა რთული…

ივლისის პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე დღიურად, რომ მივაღწიოთ იმ სამიზნეს, რაც გვაქვს, საუბარია წლის განმავლობაში, 1,700,000 ადამიანის, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაზე . ეს რა თქმა უნდა რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადი ამოცანაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში შემოვა Pfizer-ი, Astra Zeneca, Sinovac-ი, Sinopharm-ი და ამას დაემატება Johnson & Johnson-ი და ასევე Novavax-ი.

„ჩვენ სერიოზულად ვემზადებით მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის გასაფართოებლად და ივლისიდან ქვეყანა მასობრივ ვაქცინაციაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მარტში, დღეში 450 აცრას, აპრილში 1,200-ს, მაისში 3,500 ვაკეთებდით, ახლა ივნისში უკვე საშუალო გვაქვს 5,300, ხოლო ივლისიდან უკვე პირველი კვირიდან უნდა ავიდეთ 20,000-25,000 აცრაზე, რომ ის სამიზნე, რაც გვაქვს წლის განმავლობაში 1,700,000 ადამიანის აცრა, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს მივაღწიოთ. ეს რა თქმა უნდა რთული, მაგრამ სავსებით მიღწევადი ამოცანაა.

მასობრივ ვაქცინაციაზე ქვეყანა უნდა გადავიდეს მაშინ, როცა ცივ საწყობში ყოველთვიურად სულ მცირე 500,000 დოზა ვაქცინა დევს და ამის გარანტიები ჩვენ უკვე გვაქვს, რომ 500,000 დოზა ვაქცინა ივლისში იქნება და შემდეგ ყოველთვიურად შემოვა 3,600,000 დოზა ვაქცინა.

საუბარია 4 ვაქცინაზე, რომელიც შემოვა ესენია: Pfizer-ი, Astra Zeneca, Sinovac-ი, Sinopharm-ი და ამას დაემატება Johnson & Johnson-ი, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტა 130,000 დოზაზეა საუბარი და ასევე ახალი ვაქცინა Novavax-ი, ამერიკული სხვა პრინციპზეა დამზადებული, თუმცა ძალიან ეფექტური ვაქცინა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →