—

ლიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტში შეხვედრას მართავს

32
ლიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტში შეხვედრას მართავს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პარლამენტში შეხვედრას მართავს. ლიეტუვას პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებიან…

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პარლამენტში შეხვედრას მართავს. ლიეტუვას პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძე, შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღესვე ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ასევე, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

მან შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ- მინისტრთან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →