—

ანრი ოხანაშვილი - პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონი იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ 2022 წლის მერე არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ

28
ანრი ოხანაშვილი - პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონი იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ 2022 წლის მერე არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ
მოსასმენად დააჭირეთ

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონი იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ 2022 წლის მერე არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზნობრივი დანიშნულება, რომ საბოტაჟი არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლეგიტიმურია.

"ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისგან და იყო მოწოდება, რომ მოგვეხდინა ამ საკითხის რევიზია, ჩვენ გადავხედეთ ამ საკითხს და იმის ნაცვლად, რომ ამოქმედდეს გამიქვეყნებისთანავე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამოქმედდეს 2022 წლის პირველი თებერვლიდან, რათა არ იყოს აღქმა, რომ ეს კეთდება პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, არამედ იყოს სწორება იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიის შესაბამისი, სწორი და საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. ამიტომ რომ არ გაჩნდეს არანაირი სპეკულაციის საფუძველი, 2022 წლიდან ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინც შემოსულია მათ სადარდებელი არაფერი აქვს, მაგრამ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მიდიან დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, იქნება ბერკეტები, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ეს იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ 2022 წლის მერე არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. როცა საკუთარ ხალხს, სახელმწიფოს და ინსტიტუტციებს უცხადებ საბოტაჟს, დემოკრატია ამას არქმევს სახელს, რომ ეს არის საბოტაჟი და მიზნობრივი დანიშნულება რომ საბოტაჟი არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის ლეგიტიმური,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →