—

პარლამენტში\"ამნისტიის შესახებ\" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

29
პარლამენტში\"ამნისტიის შესახებ\" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

პლენარულ სხდომაზე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

პლენარულ სხდომაზე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მუხლობრივი განხილვისთვის წარმოდგენილ პროექტზე განაცხადა, რომ მასში გათვალისწინებულია საკომიტეტო სხდომაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა გარკვეულ თემებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.

"მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ, საპარლამენტო უმრავლესობას დოკუმენტის დარღვევაში გვადანაშაულებენ. პროექტში ვერ ნახავთ სიტყვას, რომ პირმა თანხმობა უნდა გამოხატოს - "თანახმა ვარ ამნისტია შემეხოს!". ამნისტია არის პირის უფლება. ჩვენ გთავაზობთ ვინმე კი არ ვაიძულოთ, არამედ არჩევანის უფლება დავუტოვოთ და თუ ამნისტია სურს და ამის წინააღმდეგი არ არის, ამნისტია შეეხოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ამნისტიის კანონპროექტში "თანხმობის მექანიზმის" ჩაწერა გააპროტესტა და აღნიშნული ჩანაწერი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად შეაფასა.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →