—

ამირან გამყრელიძე - ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, დიდი ალბათობით, ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება

28
ამირან გამყრელიძე - ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, დიდი ალბათობით, ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება, -ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება, -ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვას, როგორი იქნება კორონავირუსის მეოთხე ტალღა და ხომ არ იყენებენ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივით.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მის განცხადებებსა და ქმედებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის, კორონავიურისის მეოთხე ტალღა კი ევროპაში ზაფხულის ბოლოდან არის მოსალოდნელი.

„ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მე რამდენჯერმე განვაცხადე და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩემს მოღვაწეობაში და განცხადებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას ვაყენებ, შემდეგ დანარჩენს. რაც შეეხება მეოთხე ტალღის ალბათობას, ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას. იმ ინსტიტუტის პროგნოზირებით, რომელსაც ვეყრდნობით, აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ევროპაში, მათ შორის საქართველოში აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში იყოს მეთხე ტალღა“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

მისი თქმით, მეოთხე ტალღის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ზაფხულში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →