—

კარალეთთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

35
კარალეთთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა…

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც სხეულის დაჟეჟილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც სტაციონარული მკურნალობა უტარდება.

შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. როგორც შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →