—

მარნეულის ორ სკოლაში არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირდა

32
მარნეულის ორ სკოლაში არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირდა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის საჯარო სკოლებში, პირველკლასელთა რეგისტრაციის სამი ძირითადი ეტაპი დასრულდა. მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 2 973 ადგილიდან, 1 646 თავისუფალი ადგილი დარჩა. იმაზე ნაკლები, ვიდრე…

მარნეულის საჯარო სკოლებში, პირველკლასელთა რეგისტრაციის სამი ძირითადი ეტაპი დასრულდა. მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 2 973 ადგილიდან, 1 646 თავისუფალი ადგილი დარჩა. იმაზე ნაკლები, ვიდრე დარეგისტრირდა. მარნეულის 74 საჯარო სკოლაში სულ 1 327-მა პირველკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.

მარნეულის ორ საჯარო სკოლაში კი ამ დროისთვის, არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის სკოლას 2021-2022 წელს ხუთი აღკულას სკოლას სკოლას კი ექვისი პირველკლასელის მიღება შეუძლია.

სკოლებში რეგისტრაციისთვის ბოლო, IV ეტაპია დარჩენილი. IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Marneuli FM

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →