—

იენს სტოლტენბერგი - წლების განმავლობაში რუსეთი მეზობლებს აშინებდა, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენა

49
იენს სტოლტენბერგი - წლების განმავლობაში რუსეთი მეზობლებს აშინებდა, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენა
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის ქცევის მოდელი ვიხილეთ, სადაც მათ დიდი ინვესტიცია ჩადეს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებსა და სტანდარტულ და ბირთვულ შეიარაღებაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს…

ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის ქცევის მოდელი ვიხილეთ, სადაც მათ დიდი ინვესტიცია ჩადეს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებსა და სტანდარტულ და ბირთვულ შეიარაღებაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„წლების განმავლობაში, ისინი მეზობლებს აშინებდნენ, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენეს, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია მოახდინეს. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებდნენ ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. აგრესიული ქმედებების ეს მოდელი, სამხედრო იარაღით დაწყებული ჰიბრიდული კიბერ ინსტრუმენტებით დამთავრებული ყველაფრის გამოყენებით, ნატო-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს. ის, რასაც ვაკეთებთ, არის, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →