—

კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი

29
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი
მოსასმენად დააჭირეთ

ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა, - ასე გამოეხმაურა პარტია „პროგრესის და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა, - ასე გამოეხმაურა პარტია „პროგრესის და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, ივანიშვილმა დღევანდელ განცხადებაში მოიტყუა, როცა თქვა, რომ 2011 წლიდან სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა არ უკადრია.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია - ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა.

2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა - მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი - „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლად შექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც.

ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →