—

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარლამენტში შედის

32
"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარლამენტში შედის
მოსასმენად დააჭირეთ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მიდიან. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია, რომელშიც 32 დეპუტატი შევა, ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მიდიან. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია, რომელშიც 32 დეპუტატი შევა, ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე იქნებიან. პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამნისტიის გარდა ისინი ყველა კანონპროექტზე აქტიურად აპირებენ საკანონმდებლო მუშაობას.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მოძრაობა "წინსვლა" "სირცხვილის კორიდორის" სახით პერფორმანს მოუწყობს.

კომიტეტის სხდომა დღეს შედგება და დეპუტატები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდა, იმსჯელებენ ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა" და "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე.

"მიშელის რეფორმების ჯგუფში" ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებელის" სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. "ევროპელი სოციალისტების" 4-კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი კი ფრიდონ ინჯია იქნება.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →