—

ირაკლი კობახიძემ დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას - "საქართველოსთვის"

45
ირაკლი კობახიძემ დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას - "საქართველოსთვის"
მოსასმენად დააჭირეთ

"გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა…

"გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო ქართული ოცნების ამომრჩეველი", - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის ინტერვიუს, სადაც მან სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ ისაუბრა.

გახარიას პარტიის განცხადებაში, ნათქვამია, რომ ეს განცხადება სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვას ემსახურებოდა.

"გუშინ კობახიძემ თქვა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს უმალავდა იმას, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც პოლიციისა და თავდაცვის ნაწილებში მსახურობენ", - განაცხადა პარტიის წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" ითხოვს დაიწყოს გამოძიება.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →