—

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ შემოდის

90
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ შემოდის
მოსასმენად დააჭირეთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

მათივე ინფორმაციით, GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

„რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან შემდეგი განრიგით განხორციელდება: დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) – ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, მიმდინარე წლის 4 ივნისს მიენიჭა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →