—

თელავის პოლიციასთან, სადაც სოფელ ნახიდურიდან გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, ხმაური იყო

55
თელავის პოლიციასთან, სადაც სოფელ ნახიდურიდან გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, ხმაური იყო
მოსასმენად დააჭირეთ

თელავის პოლიციასთან ხმაურია. ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან გატაცებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

მათი ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გზიდან გაიტაცეს.

"ჩვენი შვილი ბიჭს არ იცნობდა, მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი, რის შემდეგაც ჩემს შვილს მისი ხმა აღარ გაუგია. მე სამუშაოდ ვიყავი და იქ დამირეკა ჩემმა შვილმა, დედა მომიტაცესო და გათიშა. მერე გავიგეთ. რომ ბიჭი ყარაჯლადან არის. მეორე დღეა პოლიციას ვეხვეწებით და არავინ არაფერს ამბობს. მინდა ვნახო ჩემი შვილი", - ამბობს არასრულწლოვანი გოგოს დედა.

განსხვავებული ვერსია აქვს ბიჭის ოჯახს, ისინი თელავის პოლიციასთან გოგოს ოჯახთან შესათანხმებლად მივიდნენ და განაცხადეს, რომ გოგოს და ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და ერთმანეთსაც იცნობდნენ, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი უთანხმოება მოჰყვა.

საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →