—

ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 56 ლარით გაიზარდა და 1 283 ლარს გაუტოლდა — პირველი კვარტალის სტატისტიკა

29
ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 56 ლარით გაიზარდა და 1 283 ლარს გაუტოლდა — პირველი კვარტალის სტატისტიკა
მოსასმენად დააჭირეთ

2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 56,5 ლარით გაიზარდა და 1 283,5 ლარს გაუტოლდა — ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 56,5 ლარით გაიზარდა და 1 283,5 ლარს გაუტოლდა — ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალების ანაზღაურება საშუალო ხელფასს 265 ლარით ჩამორჩება და 1 018,6 ლარს უტოლდება, რაც, თავის მხრივ, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 61 ლარით არის გაზრდილი.

პირველ კვარტალში საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასე გადანაწილდა:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 341,9 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1 474,5 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 061,9 ლარი;

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 9%-ით, 622,7 ათას ადამიანამდე შემცირდა. დასაქმებულთა შორის, 42% ქალი, ხოლო 58% კაცი იყო.

დასაქმებულთა შორის 586,4 ათასი ადამიანი დაქირავებული იყო. მათი რიცხვი 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 8,5%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საწარმოთა მხრიდან ხელფასებზე 2,3 მილიარდი ლარი გაიცა, რაც გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,5% — საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36% — მცირე ბიზნესზე.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი
შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქ. თბილისი — 65,4%;
  • აჭარის ა.რ. — 8,1%;
  • იმერეთი — 6,9%;
  • ქვემო ქართლი — 5,8%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 4%;
  • სხვა რეგიონები — 9,8%
  • on.ge
შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →