—

ტარიელ ნაკაიძე - ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა

25
ტარიელ ნაკაიძე - ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა
მოსასმენად დააჭირეთ

ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით რაღაც საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რომელიც გაამარტივებს და კონტროლის მექანიზმს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის…

ვფიქრობ, პანსიონებთან დაკავშირებით რაღაც საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რომელიც გაამარტივებს და კონტროლის მექანიზმს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუსლიმური პანსიონებთან დაკავშირებით წინა მოწვევის პარლამენტის მიერ უკვე შექმნილია გარკვეული საკანონმდებლო ბაზა.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მინდა, ერთი თემა შემოვიტანო კიდევ ზოგადად პანსიონატებთან დაკავშირებით, რადგან მსგავსი, ცოტა განსხვავებული პერსპექტივით არსებობს მუსლიმური პანსიონებიც, რომელთა მიმართებაში გარკვეული საკანონმდებლო ბაზაც შექმნილია წინა მოწვევის პარლამენტის მიერ, რომელიც გარკვეულ პრობლემატურ თემას წარმოადგენს და ვიდრე პრობლემაში შევალთ, ვფიქრობ, ხომ არ დაგვეთმო ამისთვის გარკვეული დრო. ჯერ ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით. მზად ვარ, ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ სურათი, თუ რა ხდება, რა ინფორმაცია არსებობს ამ მიმართულებით, რა პრობლემებია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაღაც საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რომელიც გაამარტივებს და კონტროლის მექანიზმს შექმნის, რადგან დღეს გარკვეულწილად არის იატაკქვეშეთში გადასული სიტუაციები და ვფიქრობ, ეს არ არის სწორი და ალბათ, ამას სჭირდება მსჯელობა“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნაკაიძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ საკანონმდებლო ბაზა არსებობს და მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება. მისივე თქმით, კომიტეტი მაზდ იქბნება, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს.

„კარგი იქნება ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, რომელიც სხვათა შორის წინა მოწვევისას დაიწყო ჯერ კიდევ, ბავშვთა უფლებების კოდექსი რომ შეიქმნა, იქ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები გაჩნდა რეალურად ამ თემებზე თუნდაც სასაუბროდ. სტანდარტები გაიზარდა და რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მუდმივად უნდა გვქონდეს ჩვენ თვალი გამახვილებული, სად შეიძლება, რომ ვიპოვოთ შემდეგი გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა, კანონის აღსრულება ამ ეტაპზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. იმპლემენტაციის პროცესი თვითონ, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მოითხოვს ყურადღების გამახვილებას, რადგან მართლაც შესანიშნავი კანონმდებლობა გვაქვს ამ მიმართულებით, რომელიც საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აწესებს ბავშვთა უფლებების დასაცავად და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება კარგად გავუსუფთავოთ გზა რეალურად განვითარებისთვის ამ კანონს და შესაბამისად. რასაკვირველია, მზად იქნება კომიტეტი საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, შსს ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა შეისწავლოს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →