—

ხატია დეკანოიძე - უკრაინისა და საქართველოს გაცხადებული მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია

36
ხატია დეკანოიძე - უკრაინისა და საქართველოს გაცხადებული მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლებამ შიდა პოლიტიკურ ბოღმას გადააყოლა საქართველო-უკრაინის…

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლებამ შიდა პოლიტიკურ ბოღმას გადააყოლა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, მე მაინც მნიშვნელოვნად მივიჩნევ უკრაინის სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოში უკრაინის პრემიერს ვიზიტს.

„ბევრი საკითხი იყო, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაგვაშორა, სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოხდა ეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინას და საქართველოს ერთი გაცხადებული მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, გარდა ამისა, უკრაინა არის სახელმწიფო, რომელშიც ახლა მიმდინარეობს ღია ბრძოლები რუსეთის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინის ოკუპაციასთან ერთად საქართველოს ოკუპაციის საკითხი ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →