—

მეჰრიბან ალიევასადმი მიძღვნილი წიგნი ქართულად გამოიცა

41
მეჰრიბან ალიევასადმი მიძღვნილი წიგნი ქართულად გამოიცა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში ქართულად გამოიცა წიგნი, რომელიც აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასადმია მიძღვნილი.

გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

წიგნი, რომლის ავტორია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაგიფ აბდულაევი, ქართულად თარგმნა მწერალმა და დრამატურგმა, იმირ მამედლიმ.

გამოცემა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას აზერბაიჯანის პირველი ლედის, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტის, იუნესკო-სა და ISESCO- ს კეთილი ნების ელჩის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, სხვადასხვა სფეროში, მიღებული მაღალი ჯილდოების, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლის შესახებ. ასევე, შეტანილია მეჰრიბან ალიევას ინტერვიუები უცხოური მედიაში.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჰუმანიტარულ სფეროში, ისევე როგორც ყველა სფეროში, წარმატებით ვითარდება. დიპლომატმა ისაუბრა ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტებზე.

ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობების განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი – როინ მეტრეველი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი – ფაიგ გულიევი, SOCAR Energy Georgia- ს გენერალური დირექტორი – მაჰირ მამედოვი და სხვა მოწვეული სტუმრები.

kvira.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →