—

საქართველოში ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ

33
საქართველოში ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა, რომელიც სენატორების ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და რობ პორტმანის მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.

" 2-4 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, სენატორები ჯიმ შაჰინი და რობ პორტმანი იქნებიან ამ დელეგაციის შემადგენლობაში. ისინი საქართველოში ვიზიტამდე ეწვევიან უკრაინას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ბოლოს, როდესაც სენატორები სტუმრობდნენ საქართველოს, მოხარული ვარ რომ უკვე ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი ერთგული მეგობარი სენატორები ეწვევიან საქართველოს. ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფქირობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება",- განაცხადა ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ სენატორების ვიზიტის შეფასებისას მედიასთან კომენტარში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →