—

თბილისში ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა

26
თბილისში ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში, ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა. მარიამ ბეგიაშვილი აცხადებს, რომ 50 წლამდე კაცმა მის მიმართ სექსუალური შევიწროვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

18 წლის გოგონა “ინფო რუსთავთან” ყვენა, რომ მამაკაცი სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო, რამაც ახალგაზრდა ქალს მგზავრობისას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.

“პასუხს არ ვცემდი, ის კი მთელი გზის განმავლობაში მისვამდა შეკითხვებს, ნუ აი არაფერზე არ ვპასუხობდი საერთოდ. მერე უკვე ძალიან დეტალებში შევიდა, ძალიან მაგარი მო……ვი გოგო ხარო, ეს მითხრა პირდაპირ.

მოკლე შორტი მეცვა, სადღაც ერთი 10 წუთია რაც ვმგზავრობთ და გამოიხედა, ხელი გადმოყო, მუხლზე ამისვა და მითხრა, რომ ძალიან მინდა უფრო უკეთესად აგათვალიერ-ჩაგათვალიერო და გვერდით გადმოჯექიო. მანდ ისე შემეშინდა, რომ გავშეშდი საერთოდ, ვერც პასუხი ვერ გავეცი, ვერც ეს ხელი ვერ მოვაშორე ჩემს მუხლს და მერე თვითონ აიღო ხელი. აკანკალებული ხმით ვუთხარი, არ მინდათქო და ისევ მთელი გზის განმავლობაში გააგრძელა საუბარი ჩემს ორგანოებზე.

თან უცხო გზებით მიდიოდა, ძალიან შემეშინდა, ვფიქრობდი სადმე არ გადაუხვიოს და არ იძალადოსთქო. ასე პანიკაში ვარ და დავინახე ჩემი სახლის ტერიტორიას მივუახლოვდით, ვიცანი გარემო, ჩავრთე და ჩავიწერე ყველაფერი, სადაც მოისმენთ, რასაც ვპასუხობ და რასაც ვეუბნები. მოთხოვნა ჰქონდა გარდა იმისა, რომ გადავმჯდარიყავი მის გვერდით და უფრო უკეთესად ვეყურებინე, მიმეცა ჩემი ინსტაგრამისა და ფეისბუქის მისამართები, იმიტომ, რომ შენ მანდ უეჭველი შიშველ ფოტოებს დადებ სთორებშიო და მე ვუთხარი მეთქი არ მაქვსთქო. ეს იყო სექსუალურ შევიწროებაზე მეტი”,- აცხადებს “ინფო რუსთავთან” მარიამ ბეგიაშვილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →