—

დავით ზალკალიანი - ეს არის საქართველოს პრემიერის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში

37
დავით ზალკალიანი - ეს არის საქართველოს პრემიერის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში
მოსასმენად დააჭირეთ

ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს…

ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თურქეთში პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

„განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ჩვენი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა იყო სამაგალითო და ამჟამადაც, როდესაც იხსნება ქვეყნების ეკონომიკა, მნიშვნელოვანია ასევე ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება ასევე რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას.

„საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. მოგეხსენებათ, რომ თურქეთთან ერთად, საქართველო სხვადასხვა ფორმატებშია ჩართული, ასევე ვავითარებთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს. სწორედ ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არსებული პროექტების ეფექტურად გამოყენება და სიტუაციასთან თავსებადობა იქნება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →