—

თამარ გაბუნია: როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება

26
თამარ გაბუნია: როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება
მოსასმენად დააჭირეთ

„როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება. ეს იქნება არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს…

„როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება. ეს იქნება არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს სარგებელი გაიზიაროს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ბენეფიტებისა და დამატებითი სარგებლის შესახებ საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ მთავარი სარგებელი მაინც ჯანმრთელობის რისკების შემცირებას უკავშირდება.

„ზოგიერთ ქვეყანაში, გარკვეული ინსენტივები მოქმედებს - მაგალითად, პირბადის ტარების ვალდებულებისგან პირის გათავისუფლება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა გვქონდეს. როგორც ვხედავთ, ვაქცინებზე მოთხოვნა აღემატება მისი მიწოდების შესაძლებლობას. ამდენად, როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, დადგება კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც. ეს იქნება არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს სარგებელი გაიზიაროს. ამდენად, ცოტა რთულია კონკრეტული სარგებლისა და ბენეფიტების დაწესება და შემდეგ, ამის მართვა, მაგრამ მეორე მხრივ, უსაფრთხო გარემო უნდა შეიქმნას როგორც ტურიზმის სექტორში, ისე - სარესტორნო ბიზნესსა და სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ვაქცინის ორივე დოზით საქართველოში. 30 722 ადამიანია აცრილი, ეს არაა მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →