—

მიხეილ სააკაშვილი - შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ - ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს

38
მიხეილ სააკაშვილი - შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ - ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს
მოსასმენად დააჭირეთ

შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა…

შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სიურპრიზის გამო ყველა ვინც განაწყენდება, შეუძლია „ცივი წყალი დალიოს“.

„შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ და ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ. ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ, ვიღაცას გაუხარდება და ეს რამდენიმე მილიონი ქართველი იქნება და 100, 200, 300 კაცს ეწყინება. ყველამ ვისაც ეწყინება, როგორც ერთი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა „ცივი წყალი დალიოს“. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება. ამ ამოცანაზე.

ნამდვილად არავის არ ვურჩევ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვას. იმიტომ, რომ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ისევ მათი თამაშის წესების ბოლომდე მიღებას, ჩაკეტვა არა, გამოყენება ჩვენდა სასარგებლოდ, რა თქმა უნდა! მთავარი სამიზნეა, შემოდგომაზე ამათი ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →