—

გიორგი გახარია - ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ

30
გიორგი გახარია - ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ
მოსასმენად დააჭირეთ

ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას, მზად არ ვარ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ , „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის ემა…

ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას, მზად არ ვარ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის ემა ტუხიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, გამოვიდა თუ არა პრემიერის როლიდან და შევიდა თუ არა ოპოზიციონერის როლში, ასევე, ქართულ პოლიტიკაში გახარიამ დაამკვიდრა ბოდიშის კულტურა და ამ გადმოსახედიდან, ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ვის და რის გამო მოუხდიდა ბოდიშს?

როგორც გახარიამ აღნიშნა, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსად თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

„პირველ რიგში, გამოვედი [პრემიერ-მინისტრის] როლიდან, უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლიუსია ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს პრემიერ-მინისტრობა უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხან გამოგვდიოდა და ხან არ გამოგვდიოდა.

რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ბოდიშს იხდის. მაშინ ეს ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობითი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას მზად არ ვარ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვნიდი“, - განაცხადა გახარიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →