—

ირაკლი კობახიძე - 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა

22
ირაკლი კობახიძე - 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა
მოსასმენად დააჭირეთ

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ამ კითხვებზე მან უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ…

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ამ კითხვებზე მან უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას თემამ აქტუალობა „უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ დაკარგა".

„ჩვენ ვხედავთ ვინ აპიარებს გიორგი გახარიას. ეს არის ორი ტელევიზია - „ტვ პირველი" და „ფორმულა". აქ არის ყველაფერი ნათელი. ნათლად იკითხება თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში 17-18 თებერვალს - პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები იყო სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება "ტვ პირველი" და "ფორმულას" მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და მას ამ კითხვებზე ბუნებრივია მოუწევს პასუხის გაცემა. მან უნდა გასცემს პასუხი მათ შორის კითხვას - რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოხსნილი. იმ 6-მა დეპუტატმაც, რომელიც ახლა სხვა რაღაცებს საუბრობს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას? - ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის - იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, ამას ბუნებრივია პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია პასუხი მისგან მოვისმინოთ.

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერავას გახარაიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ნებსით თუ უნებლიედ ხდება "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებზე მან უნდა უპასუხოს.

რაც შეეხება მის განცხადებას კორუფციასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ ის პარლამენტის წევრებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო კორუფცია, დღეს ის საუბრობს კორუფციაზე როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ როცა ამ განცხადებას აკეთებდა. ან მაშინ იტყუებოდა, როცა ამბობდა რომ კორუფცია არაა ქვეყანაში, ან ახლა იტყუება, როცა ამბობს, რომ თითქოს ეს არის სისტემური პრობლემა. მას დაუსვით ეს კითხვა"- განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →