—

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები, თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობას და თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას

59
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები, თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობას და თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, გმირობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურება…

მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, გმირობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრობა მის პოლიტიკურ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და დასამახსოვრებელი პერიოდი იყო.

„მე ყველაზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს იყო პოლიციელი, მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა. 24-საათიანი სამსახური ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამისთვის მადლობას გეუბნებით. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობას და თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს. სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიაონობას და მე ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს თავი გაწირა ღირსეულად ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →