—

გიორგი გახარია - სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში

195
გიორგი გახარია - სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში
მოსასმენად დააჭირეთ

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე განაცხადა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება ბევრი შრომა და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება.

„სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ძალებს, პარტიებს შორის კინკლაობა და ჩხუბი შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ რაიმე პროგრესის მომტანია ქვეყნისთვის. არა, სინამდვილეში, კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ და ვერ გააკეთებს. მიზნების მისაღწევად ხშირად გვექნება ბევრი საშრომი და გვექნება მძიმე გადაწყვეტილებებიც მისაღები.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოქალაქეებთან ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს სამშობლოზე, დღევანდელ გამოწვევებით სავსე გლობალურ სამყაროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია იმართება. პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →