—

ლობჯანიძე: "მე ყოველთვის მარნეულის გულშემატკივარი ვიქნები"

73
ლობჯანიძე: "მე ყოველთვის მარნეულის გულშემატკივარი ვიქნები"
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფორმაცია გაავრცელა.

ლაშა ლობჯანიძე არსებულ პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მარნეულელს, ჩემთვის პატივი იყო ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე სამსახური. ყოველთვის ვცდილობდი მარნეულის სადარაჯოზე ვყოფილიყავი და თითოეული მოქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე სწორი ნაბიჯები გადამედგა. მადლობა მერიის თანამშრომლებს და ხელმძღვანელ პირებს. მე ყოველთვის მარნეულის გულშემატკივარი ვიქნები“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.

სამუშაო შეხვედრაზე სადაც მერის მოადგილე თანამშრომლებს დაემშვიდობა ესწრებოდნენ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუმენებულის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მერის მოადგილე კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ლაშა ლობჯანიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვეს, ხოლო მერის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე როინ დეკანოიძე წარადგინეს.
მოგახსენებთ, რომ როინ დეკანოიძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ადგილობრივი კადრია.

“მიხარია, რომ შევუერთდი თქვენს გუნდს. მზად ვარ ჩემი შრომითა და პროფესიონალიზმით წვლილი შევიტანო ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში. იმედი მაქვს მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე ერთად გავუმკლავდებით გამოწვევებს და მივაღწევთ უფრო მეტ წარმატებას. მადლობა ნდობისთვის“ - განაცხადა, როინ დეკანოიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →