—

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

61
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარება უნდა გამოიყოს.

პროექტში მითითებულია, რომ ფინანსური დახმარება საქართველოს დემოკრატიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე კრემლიდან მომდინარე გავლენების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.

„დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შემოწმების, ბალანსის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის არსებობას, კიდევ უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, გაუმჯობესებული, დამოუკიდებელი, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და განახლებადი ენერგიის განვითარებას“, – მითითებულია პროექტში.

დოკუმენტის თანახმადვე, ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას, ასევე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

„აგრეთვე, გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას და რუსეთიდან მომდინარე მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →