—

ალეკო ელისაშვილი - ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ, რა პერსპექტივა აქვთ გახარიას და მის პარტიას

63
ალეკო ელისაშვილი - ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ, რა პერსპექტივა აქვთ გახარიას და მის პარტიას
მოსასმენად დააჭირეთ

რა პერსპექტივა აქვს გახარიას და მის პარტიას, ამას ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ. ახლა არასერიოზული იქნება მკითხაობა იმასთან დაკავშირებით, წარმატებული იქნება, თუ წარუმატებელი, – ამის შესახებ…

რა პერსპექტივა აქვს გახარიას და მის პარტიას, ამას ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ. ახლა არასერიოზული იქნება მკითხაობა იმასთან დაკავშირებით, წარმატებული იქნება, თუ წარუმატებელი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ფაქტია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის დროს იყო რეიტინგული პოლიტიკოსი, მაგრამ იმავეს შეძლებს თუ არა სხვა სივრცეში, ამას დრო აჩვენებს.

„პირადად ჩემთვის, მოუნელებელია ის, რაც მან ჩაიდინა 20 ივნისს, როდესაც აქედან, პარლამენტიდან ვარაზის ხევამდე თარეშით დასდევნენ ხალხს და სისხლის კალო მოაწყო. დღემდე არ აუხსნია და ბოდიში არ მოუხდია, თუმცა ეს არის ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ხალხის დამოკიდებულება როგორი არის და როგორი იქნება ოპოზიციონერი გახარიასადმი, ამას ყველა ოქტომბერში ვნახავთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →