—

ანა დოლიძე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

247
ანა დოლიძე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.­

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.­

მან აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება შეიტანა.

ანა დოლიძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა.

“ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, საზოგადოებაში არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა. როგორც ცნობილია, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება შექმნილია სახელმწიფოს მიერ და დადებულია საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (შემდგომში „ენკა რინუებლზი) შორის. სწორედ ეს ხელშეკრულება იწვევს ბევრ გაურკვევლობას. ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე სრულად ეკისრებათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც ღიად არ ესაუბრებიან ხალხს და არ ცდილობენ პასუხის გაცემას ბევრ იმ საეჭვო გარემოებაზე, რაც ხელშეკრულებაშია აღმოჩენილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გამოსავლად მიმაჩნია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე დაყრდნობით და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 61-ე მუხლის „დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლებით“, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს შესაბამისი რეაგირების მიზნით და ამით ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →