—

წულუკიანი: გახარიას ირგვლივ რეიტინგულ გუნდს ჯერ ვერ ვხედავ

52
წულუკიანი: გახარიას ირგვლივ რეიტინგულ გუნდს ჯერ ვერ ვხედავ
მოსასმენად დააჭირეთ

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მომავალი პარტიის დაგეგმილ პრეზენტაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს წარმატების მისაღწევად ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს…

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მომავალი პარტიის დაგეგმილ პრეზენტაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს წარმატების მისაღწევად ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს და ამისთვის, რეიტინგული გუნდი დასჭირდება.

წულუკიანი ამბობს, რომ ასეთ გუნდს გახარიას გარშემო ჯერ ვერ ხედავს.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია ხვალ აქვს დაგეგმილი.

metronome.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →