—

15 ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

58
15 ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება
მოსასმენად დააჭირეთ

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.

„ველით მზარდ ტურისტულ ნაკადს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონისთვის, მზარდი ნაკადებისთვის მზადება. მინდა, ვთხოვო როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ისე - ყველა სხვა უწყებას, რომ 15 ივნისს ოფიციალურად გავხსნათ სეზონი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა ეკონომიკასთან ერთად, სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალი ატრაქციები იქნება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ - პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ამ პროექტების დასრულებას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში, ყოველკვირეულად, უკვე 60-ზე მეტი საჰაერო რეისი სრულდება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრები იხსნება.

imedi.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →