—

ირაკლი კობახიძე კახი კახიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას გამორიცხავს

39
ირაკლი კობახიძე კახი კახიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას გამორიცხავს
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კახიშვილის წასვლა მმართველი გუნდიდან გამორიცხულია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კახიშვილის წასვლა მმართველი გუნდიდან გამორიცხულია.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მასსა და კახი კახიშვილს შორის მეგობრული საუბარი გაიმართა.

„ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ კოლეგები, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და ამ მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კახის ჰქონდა გარკვეული საკითხები დაყენებული, რაც ეხებოდა ობიექტურ საჭიროებას, ჩვენ ეს განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და გრძელდება მომდევნო მუშაობა. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი ამ შეკითხვის დასმისა, აღარ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →