—

ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე

44
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე
მოსასმენად დააჭირეთ

რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას,- ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი…

რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას,- ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „რიონის ხეობის მცველების" პროტესტს.

მისი თქმით, ორგანიზატორთა მხრიდან თანხების დეკლარირებაზე უარის თქმა ეჭვებს ამძაფრებს. რაც შეეხება პროტესტს, კობახიძე იმედოვნებს, რომ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა, თუმცა, იცით, რომ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს ამ თანხების დეკლარირებაზე, რაც ამძაფრებს ეჭვებს.

ზოგადად, იყო მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დესტრუქციულ ქმედებებში, კარგია, რომ თბილისში ე.წ. პარალიზების მცდელობას აღარ ჰქონდა ადგილი, ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილება, იმედია ასეთივე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები ამ შემთხვევაშიც,"- განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →