—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხურმა მხარემ საზღვარზე, კალბაჯარის მიმართულებით პროვოკაცია განახორციელა, 6 სომეხი სამხედრო ტყვედაა აყვანილი

55
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხურმა მხარემ საზღვარზე, კალბაჯარის მიმართულებით პროვოკაცია განახორციელა, 6 სომეხი სამხედრო ტყვედაა აყვანილი
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი 27 მაისს, დილის 3 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის კალბაჯარის რაიონის იუხარი აირიმის დასახლებული პუნქტის მიმართულებით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას…

სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი 27 მაისს, დილის 3 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის კალბაჯარის რაიონის იუხარი აირიმის დასახლებული პუნქტის მიმართულებით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 6 სომეხი სამხედრო მოსამსახურე მძევლად აიყვანეს, როდესაც ისინი ნაღმავდნენ გზას, რომლის გავლითაც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მომარაგება ხორციელდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით სიტუაციას აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აკონტროლებენ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →