—

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა

43
სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

”თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ხალხის სახელით და ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის დღეს.

ქართველმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მრავალი სირთულე განიცადეს თავიანთი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნები ამაყად განაგრძობენ ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობას.

გამოვთქვამ მზადყოფნას, ხელი შევუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირებისა და პარტნიორობის განმტკიცებას. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შევხვდები და ერთად განვსაზღვრავთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზებს.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას”, - ნათქვამია წერილში.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →