—

კახა კალაძე - ბევრი სირთულე, უამრავი გამოწვევა გამოვიარეთ და მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი

78
კახა კალაძე - ბევრი სირთულე, უამრავი გამოწვევა გამოვიარეთ და მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ბევრი ბრძოლა გვახსოვს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და შემდეგ ისევ დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დღეს მართლაც განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი დღეა - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ყველას გილოცავთ. მართლაც არ ყოფილა მარტივი გზა, ჩვენ ბევრი ბრძოლა გვახსოვს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და შემდეგ ისევ დაბრუნებისთვის. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, უამრავი გამოწვევა გამოვიარეთ და მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც სამწუხაროდ ამ ბრძოლას შეეწირა,, მათი სულები დღეს ხარობენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გამოწვევები, რომელიც ყველას გვტკივა და ყველას გვაწუხებს, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეულ ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ არასდროს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი და მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს", - განაცხადა კალაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →