—

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის ემზადებიან

64
თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის ემზადებიან
მოსასმენად დააჭირეთ

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით ემზადებიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი. როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა აღნიშნა, ხვალ ფიცს დადებს 247 რეკრუტი. თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს დადებენ ხუთ რეგიონში.

„მინდა, წინასწარ მივულოცო საქართველოს 26 მაისი. განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ, საზეიმო ვითარებაში ფიცს დადებს 247 რეკრუტი. პანდემიის გამო, წელს ძალიან მოკრძალებულად გაიმართება 26 მაისის ღონისძიება. ღონისძიება დაიხურება „სუ-25“-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, – განაცხადა გიორგი გოგოჭურმა.

ამასთან, ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ ქვეყნის პირველი პირები. ღონისძიებას დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა.

ღონისძიების შემდეგ, სამხედრო პატივით დაკრძალავენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

დღის ბოლოს კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება.

1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →